მარნეულში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მოხდა
მარნეულში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მოხდა.
რადიო „მარნეულმა“ მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვებთან დაკავშირებით მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა, სადაც 2018 წლის პირველი ხუთი თვის (იანვარი-მაისი) შედეგებია ასახული.

ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის მონაკვეთზე ფიქსირდება, ასევე არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული მარნეული-სადახლოს მონაკვეთზე და უშუალოდ ქალაქ მარნეულში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტო-საგზაო შემთხვევების სავარაუდო მიზეზებია: ნასვამ მდგომარეობა, შემხვდრი მოძრაობის ზოლში გასვლა, გასწრების წესების დარღვევა, მანქანის ტექნიკური გაუმართაობა, მანვრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და დისტანციის დაუცველობა.

რადიო „მარნეული“ საავტომობილო გზების დეპარტამენდტას დაუკავშირდა, კონკრეტულად ფონიჭალა-მარნეული-გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გვითხრეს, რომ მათ სამსახურს ყველანაირი ინფრასტრუქტურა აქვს მოწყობილი, რაც მათ კონპეტენციაში შედის, ხოლო იმ შემთხვევაშ თუ რაიმე გამაფრთხილებელი ნიშნის დადგმას მოსახლეობა ითხოვს, ამისათვის საჭიროა მუნიციპალიტეტში განცხადების დაწერა და შემდგომ სწორედ მერიამ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

რადიო "მარნეული"
Print