სმიტების საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარე ექსპერტიზების ჩატარებას FBA-ს მიერ მოითხოვს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა.

მალხაზ კობაურის ადვოკატმა, დავით გირგვლიანმა, დაცვის მხარის მათავარი მოთხვნები გააჟღერა. დაცვის მხარე მოთხოვს, რომ ყველა ექსპერტიზა, რაც სმიტების მკვლელობის საქმის ირგვლივ არის ჩატარებული და დანიშნული, ჩატრდეს ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ, ამერიკაში.

დავით გირგვლიანმა ასევე თქვა, რომ ის არ ენდობა ქართულ გამოძიებას და მოითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე შეხვდეს ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს.

ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ობიექტური ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს ჩვენება მისცეს.

დავით გირგვლიანმა 13 ივლისს გამართულ პრესკომფერენციაზე პროკურორთან დებატების მზაობა გამოთქვა, რათა უპასუხოს ნებისმიერ კითხას, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი გამოძიებისათვის.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები