ლორა სმიტი შესაძლოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო
შესაძლოა, ლორა სმიტი სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო, სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს საქართველოს შნაგან საქმეთა სამინისტო. 

როგორც "ნეტგაზეთს", უწყების პრესამსახურში განუცხადეს, გამოძიება ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდება და დამატებითი ცნობების გავრცელებისგან თავს იკავებს. 

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

თავდაპირველად შსს აცხადებდა, რომ პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები