კიროვკაში 7 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში 7 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო.

მცირეწლოვანის გარდაცვალების ინფორმაცია რადიო "მარნეულთან" საუბრისას კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორმა დაადასტურა, რომელიც ოჯახის ნათესავია. მისივე თქმით, ბავშვი სოფელში ბებია-ბაბუსათან ისვენებდა და იქვე მდებარე არხის პირას თამაშობდა. 7 წლის ბიჭი რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კი სოფლის არხში გარდაცვლილი იპოვეს. 

ჩვენ ინფორმაციის დასაზუსტელად საქრთველოს სგანგებო სიტუაციების მართვის პიარსამსახურს დავუკავშირდით, სადაც მომხდარი ფაქტიშ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ . სავარაუდოდ სამაშველო ჯგუფისთვის არავის მიუმართავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსში რადიო "მარნეულს" ინფორმაცია დაუდასტურეს და გვითხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები