სტიქიის ზარალის დათვლის დროში გაწელვა მერიაში გვიან შსესულმა განცხადებებმა გამოიწვია
მარნეულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ არ დათვლილა. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ განაცხადა. მან თქვა, რომ ამ ეტაპზე კვლავ სამუშაოები მიმდნარეობს, შესაბამისი ჯგუფები ადგილზე მიდიან და ზარალს დღემდე ითვლიან. საქმის დროში გაწელვა კი მეორე სტიქიამ გამოიწვია და მათთან დახმარების სათხოვნელად მოგვიანებით შევიდა განცხადებები.



ზაურ ტაბატაძე ამბობს, რომ ის ზარალი, რაც აქამდე დაითვალეს ერთი შეხედვით დიდი არ ჩანს, რაც შეეხება დაზარალებულების რაოდენობას დაახლოებით 50 ოჯახი იქნება.

მარნეულში 2018 წლის ივნსის თვეშ სტიქია უკვე 2-ჯერ მოხდა. პირველად 2 ივნიის, ხოლო მეორედ 16 ივნისს. ორივე შემთხვევაში მოსახლეობას ზარალი იაღლუჯიდან მოვარდნილმა წყალდიდობამ მიაყენა.

მარნეულში დიდი რაოდენობით მოსული ნალექის შედეგად დაიტბორა სახლები, სავაჭრო ობიექტები. გზებზე ნიაღვარმა რამდენიმე ადგილას აყარა ასფალტის საფარი. განსაკუთრებით დაზარალდა ვაჟა-ფშაველას და აღმაშენებლის ქუჩები.

ზარალის დათვლას მუნიციპალიტეტში შექმნილი სპეციალური ზარალის დამთვლელი კომისია ახორციელებს.

რადიო "მარნეული"

Print