ბაქოს და შარიფოვის ქუჩებს შორის მდებარე სპორტული მოედანი მოსახლეობის აზრით დაპირებულს არ შეესაბამება
მარნეულში ბაქოს და შარიფოვის ქუჩებს შორის მდებარე სპორტული მოედანი გარემონტდა, თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მისი ვიზუალი არ შეესაბამება იმ პორობებს, რომლებზეც ადგილობრივი მთავრობა უყვებოდა.

სტადიონი შემოღობილი იქნება, სკამები დამონტაჟდება, ტერიოტირა მოსწორდება, ხელოვნური გაზონი დაიგება და იქნება განათება. მოსახლეობა ამბობს, რომ არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, თუმცა ახსოვთ რომ ამ სტადიონის რეაბილიტაციისთვის დიდი თანხა გამოიყო.

„გვითხრეს, რომ სტადიონს გავაკეთებთო, თუმცა არ გააკეთეს. შუქს გავაკეთებთო, არც ეგ გააკეთეს, არც გაზონი, მოგვატყუეს. „

„სტადიონის შუაში არხია და ვერ გავიგე ასე აკეთებენ? ბეტონი, შებენი ყველფერი სტადიონის შიგნით არის.“

„ისევ ძველი კარებებია. გვითხრეს, გაზონი იქნებაო და აი ხედავთ რომ არ არის. მონახაზი აგერ კიდია და თქვნც ხედავთ რომ არ ჰგავს. აი, ჩვენი ახალგაზრდები რატომ უნდა იყვნენ დაკავებული სხვა რამით? ჯობია სპორტით იყვნენ დაკავებულნი. კარებიც ძველია აი ნახეთ არც დასვარკეს, მავთულით გააკეთეს , სტადიონს არ ჰგავს. ამბობენ, რომ დიდი თანხა იყო გამოყოფილი და ამ ფულის ნახევარიც არაა დახარჯული.“


2017 წლის არჩევნების წინ დანაპირები ევროპული სტანდარტების სტადიონი მოსახლეობას არ დახვდა. თუ რა თანხები დაიხარჯა სტადიონისთვია, ამის გამო ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიაში განცხადება შეიტანა, საპასუხოდ მიწერეს, რომ სტადიონის შემოღობვის სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან უნდა მიიღოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები