მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მერის ბრალდებებს უარყოფს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ყოფილი მერის ბრალდებას მისი დაჯარიმების შესახებ, უარყოფს.
ამირან გიორგაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია თემურ აბაზოვის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება.

„მე არ ვიცი ეხლა იმას რა ჰქონდა მხედველობაში, ჩემზე თქვა, სხვაზ თქვა, მე არ ვიცი. არ ყოფილა ეგეთი ფაქტი და საედან მოიტანა მე არ ვიცი.“ - გვითხრა ამირან გიორგაძემ

ამირან გიორგაძემ თქვა, რომ არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევს და ვერ წარმოუდგენია თუ რის გამო უნდა დაეჯარიმებინათ.

ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიიდან თემურ აბაზოვის განცხადების დასადასტურებლად მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის დაჯარიმების ფაქტის ამსახველი დოკუმენტი გამოვითხოვეთ. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევით, ერთი თვის შემდეგ მიღებულ პასუხში, წერია, რომ „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ არ დაფიქსირებულა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად ამირან გიორგაძის მიმართ, ზემოაღნიშნულ სამსახურს, სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმე არ უწარმოებია.

გაუგებარია, მერიის პასუხი რატომ ეფუძვნება კონკრეტულად ზედამხედველობის სამსახურს, რადგან თემურ აბაზოვს დაჯარიმების მიზეზებზე არ უსაუბრია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მან საკრებულოს თავმჯდომარეც კი დააჯარიმა როდესაც დასაჯარიმებელი იყო. ეს განცხადება თემურ აბაზოვმა 14 ივნისს, მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მარნეულის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები