თამარისის ცენტრალურ ქუჩას სოფლის ძველი სახელი დაუბრუნდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მდებარე ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას თამარისის ძველი სახელი ტრაუმბერგი უნდა დაერქვას. როგორც ჩვეთან საუბარში მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ეგუჯ კუპატაძე განმარტავს, ეს შემოთავაზება მერიამ გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირიდან მიიღო, ამ ეტაპზე კი სამუშაოები მიმდინარეობს მერიაში. მისივე თქმით, თამარისს ნამდვილად აქვს ტურისტული პოტენციალი. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას, კუპატაძე ამბობს, რომ ზეპირი პასუხი მათ უკვე აქვთ, თუმცა ახლა ხელმოწერებია საჭირო.



გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის ერთ-ერთი დამფუძვნებელი ნესტან თათარაშვილი ჩვეთან საუბარში ამბობს, რომ გრმანელები საქართველოში სამხრეთ-გერმანიიდან, ლუთემბერგიდან 200 წლის წინ ჩამოვიდნენ. მათ დატოვეს 23-ზე მეტი სოფელი და 1200 მეტი შენობა. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ეკონომიკურ-კულტურულ ცხოვრებაში, თუმცა საბჭოთა ეპოქაში ამაზე ლაპარაკი არ იყო. თათარაშვილს მიაჩნია, რომ თამარისიც ერთ-ერთი გამორჩეულია იმ 23 დასახლებას შორის, რომლის მემკვიდრეობის მოვლაზე აუცილებლად უნდა იზრუნონ.



თათარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შენობები ნამდვილად არაა პროფესიული არქიტექტორების მიერ აშენებული, ეს ქართული არქიტექტურის გავლენაა და შენობები ქართულ-შვაბური არქიტექტურის ნაზავია, რომელიც მეტად საინტერესოს ხდის ხელოვნებათმცოდნეობისა და არქიტექტურის ისტორიის კუთხით.

რადიო "მარნეული" 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები