მარნეული-სადახლოს მეთერთმეტე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დღეს, დილის საათებში, მარნეული-სადახლოს 11-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგა და დამნაშავე მძღოლი დაჯარიმდება ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით.

პირველადი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. 

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები