შულავრისა და კაჩაგნის სოფლის ექიმების საქმიანობითვის მერიამ ალტერნატიული ფართი უნდა მოძებნოს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავრისა და კაჩაგნის სოფლის ექიმებს სამედიცინო პუნქტებში განთავსების პრობლემა აქვთ.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა ბესიკ ტეფნაძემ დაგვიდასტურა და თქვა, რომ სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჰქონდათ მერიაში შეხვედრა. მისივე თქმით, აღნიშნული სოფლების ექიმები ამ ეტაპზე დროებით კერძო შენობაში იმყოფებიან. მერიისგან კი ალტერნატიული ფართის გამოძებნას ითხოვენ, სადაც შენობის გამო პრობლემა აღარ შეექმნებათ.



როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა როდის მოგვარდება სოფელ შულავრისა და კაჩაგნის სოფლის ექიმების სამედიცინო პუნქტში განთავსების პრობლემა ჯერჯერობით უცნობია.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები