ორჯერ ჩაშლილ ძაღლების თავშესაფრის ტენდერში მერია ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს
ტენდერი, რომელიც მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოაცხადა კვლავ ჩაიშალა.
ტენდერების ჩაშლას საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში თანხის სიმცირეს უკვაშირებენ და ამბობენ, რომ თითო ძაღლისთვის 70 ლარი ცოტაა.

საშუალოდ 100 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.
მერიამ პირველად 2018 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებისთვის ტენდერი 21 ივნისს გამოაცხადა, თუმცა ჩაშლის გამო ხელახლა 10 ივლის შეუცვლელი სატენდერო პირობებით გამოაცხადეს და მონაწილეობა კვლავ არავინ მიიღო.

მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ტენდერი გასულ წელსაც გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ინდმეწარმემ გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო, თუმცა როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელმა თემურ ლაჭყეპიანმა გვითხრა, ახლანდელ ტენდერში მონაწილეობას მაღლაფერიძე ვერ მიიღებს, რადგანაც მის ფირმას გარკვეულიული დარღვევები გამოუვლინდა, რომელიც უნდა გამოესწორებინა, თუმცა დარღვევების მხოლოდ ნაწილი გამოასწორა და მისი თავშესაფარი დროებით დახურულია.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის განსაზღვრული თანხას საკმარისად მიიჩნევნ. მათი აზრით კი ტენდერის ჩაშლა ბაზარზე არსებულმა არასაკმარისმა კომპანიებმა გამოიწვია. იმავე ტენდერს კვლავ შეუცვლელი პირობებით მერია სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამოაცხადებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები