86 წლის ქალი დახმარებას თვითმმართველობას სთხოვდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ფულის შეგროვება მოსახლეობას შესთავაზა
86 წლის ჰამაილ სარიევამ, რომელიც სოფელ ულაშლოდან არის, ორი თვის წინ ახლობლებს მედიის მეშვეობით მისი პრობლემის შესახებ მერიიასათვის ხმის მიწვდენა სთხოვა. სარიევას სახლის მთავარი კედელი ინგრეოდა. ქალი მარტო ცხოვრობს, ასაკიდან გამომდინარე სახლის მოვლის არც ძალა და არც ფინანსები აღარ აქვს.

მედიით გავრცელებულ ინფრომაციას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან გაჯიევი გამოეხმაურა. ფეისბუქზე სტატუსი დაწერა და რაც მის შესაძლებლობებში შედის დაპირდა, რომ დაეხმარებოდა. როგორც, ჰამაილი ამბობს, სახლის და დღეისთვის უკვე ბოლომდე ჩამონგრეული კედლის რეაბილიტაცია ჯერ არ მომხდარა, თუმცა გაჯიევის მიერ მომარაგებული პროდუქტებით დღემდე ირჩენს თავს.

გაჯიევი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მარტოხელა ქალს აუცილებლად დაეხმარებიან და დაპირებულს აგვისტოს თვეში განახორციელებენ.

სარიევამ გვითხრა და მეზობლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ქალის პრობლემის მოსაგვარებლად კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებულმა მოსახლეობას თანხების შეგროვება შესთავაზა. თუმცა თანასოფლელებმა სახსრების უქონლობის გამო უარი განუცხადეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები