მარნეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში სახალხო ზეიმი "სადახლოობა" გაიმართა
მარნეულის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი სადახლოა. 30 ივლისს სოფელში „სადახლოობა“ გაიმართა. დღესასწაულის მიზანი სადახლოს მაცხოვრებლების საუკუნეების მანძილზე გატარებული ცხოვრების ერთ დღეში ასახვა და მომავალი თაობებისათვის გადაცემაა. „სადახლოობას“ აშუღები, ცეკვის ჯგუფები და მომღერლები ესწრებოდნენ. სახალხო ზეიმში მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის ხემძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და სადახლოსა და მისი მიმდებარე სოფების მაცხოვრებლებიც იღებდნენ. დღესასწაული აზერბაიჯანში მოქმედი ორგანიზაცია „სადახლოს მეჯლისის“ მიერ იყო ორგანიზებული. „სადხლოს მეჯლისის“ წევრი ილიას ადიგოზელლი დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ბოლო რამდენიმე წელია „სადახლოობის“ ჩატარება ძალიან მახარებს. კიდევ უფორ წარმატებული იყოს, ამ წელს უფრო დიდი მასშტაბით ტარდება. დღეს ასევე გაეროს მიერ დაწესებული მეგობრობის დღეცაა და ზუსტად ამ დღეს დაემთხვა სადახლოობაც.“ - გვითხრა ილიას ადიგოზელლიმ

ღონისძიების მონაწილეები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ და ამბობენ, რომ ასეთი დღესასწაულების ჩატარება აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობის მაჩვენებელია.

„ეს სულ ასე იყო ჩვენი ისტორიის მანძილზე. ჩვენი ბაბუებიც ქართველ ძმებთან ერთად იბრძოდნენ მთელი ისტორიის განმავლობაში“
„მე მიხარია დღევანდელი დღე. ჩვენ საქართველოში ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სხვებისთვის მაგალითი ვიყოთ“
- გვეუბნებიან სასახლოელები

დღესასწაულში „ახალი მოსაზრების ინსტიტუტის“ წევრები თავიანთ გუნდთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. ორგანიზაციის თავმჯდომარე არიზ დაშდემირლიმ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ სადახლო საქართველოს შემოსასვლელი კარია, რის გამოც ამ ადგილას ატმოსფერო ჯანსაღი უნდა იყოს.

„ეს დღე სადხლოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. ერთობა და თანასწორობაა. სადახლო საქართველოში შემოსასვლელი გზაა და ჩვენი ვალია ამ გზაზე ძლიერად დავდგეთ. გავზარდოთ განათლებული თაობა და ამისთვის რაც შეგვიძლია ვაკეთებთ.“ - ამბობს არიზ დაშდემირლი

„სადახლოობა“ უკვე მესამე წელია იმართება, რის გამოც ის სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას იძენს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა