სადახლოში ხანძრის კერებს ამ დრომდე ებრძვიან
„სანამ თითოეული კერა ან აალების საფრთხის მომცველი ადგილი დამუშავებული არ იქნება ხანძრის ლოკალიზების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესამსახურის ხემძღვანელმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას .

როგორც პრესამსახურის უფროსმა მიხეილ ფეიქრიშვილმა თქვა, 30 ივლის, ხანძრის ლოკალიზებისათვის 120 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული, რადგან რელიეფი ადგილზე ტექნიკის მობილიზებას ხელს არ უწყობდა. ხანძართან საბრძოლველად თბილისიდან დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. 20 ჰექტრის ფართობის ლოკალიზება გუშინ ღამე, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

ჯერ კიდევ არსებობს ხანძრის გავრცელების საფრთხე. ხანძრის გავრცელებას ასევე ხელს ქარიანი ამინდი უწყობდა. მაგრამ, მიუხედავა ამისა, უახლოეს საათებში ძლიერი ხანძრის ლოკალიზება მაინც მოხერხდა.

„გადაწყვეტილება მივიღეთ ჩაგვერთო ცოცხალი ძალა. ამან შდეგიც გამოიღო. ამ უშველებელ ფართზე უფრო ადრე მივიღეთ შედეგი ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო
“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფრომა მიხეილ ფეიქრიშვილმა

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სადახლოში, სომხეთის საზღვართან, ძლიერი ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა. იმ დროისთვის მობილიზებული იყო 150 მეხანძრე-მაშველი და 50-მდე სპეციალური ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით გამოძიება სსკ-ს 188 მუხსლით არის დაწყებული. რომელიც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ცეცხლით ან მომეტებული საფრთხის წყაროს მეშვეობით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები