“ახალგაზრდების გაძლიერება
ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“
ამ დასახელების პროექტს „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“
ანხორციელებს.
პროექტის მონაწილეები არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო
რეგიონებში მომუშავე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. პროექტი
მიზნად ისახავს აზერბაიჯანის და საქართველოს მოსწავლეებს შორის
თანამშრომლობას.
ამ ეტპზე მარნეულის, დმანისის და საგარეჯოს სკოლებს პროექტის
ფარგლებში კამერები და დიქტოფონები გადასცეს. ამ ტექნიკის დახმარებით
სკოლები არტეფაქტებს და ფოქლკლორულ ნიმუშებს აუდიო, ვიდეო და ფოტო
მასალებს შეაგროვებენ.
პროექტი ხორციელდება „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“
და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების
ცენტრის“ მიერ რეგიონალური განვითარების კავშირთან „ტამას“ ერთად.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის აღმოსავლეთ
პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა და გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).