იმამკულევი ფრაქციიდან ქარიმოვის წასვლას "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს

მარნეულის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აზად ქარიმოვმა თანამდებობა დატოვა.
ფრაქციის თავმჯდომარე ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ აზადის ქმედება გარკვეულწილად შესაძლოა, მის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს, როდესაც მან აზადის თანამდებობის ჩასანაცვლებლად მათი ფრაქციის სხვა წევრი დაასახელა, თუმცა ახმედ იმამკულიევი მიიჩნევს, რომ ასეთი ცვლილებები უცნაური სულაც არ იყო და მეტიც ეს მათივე განვითარებისთვისაა საჭიროა.

„შესაძლებელია, მოადგილემ ეს ფაქტი საკუთარ თავზე მიიღო შეურაცხყოფად ან მიუღებლად თურმე ის მუდმივად უნდა ყოფილიყო მოადგილე მაგრამ თქვენ როგორც იცით, ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა და აქ ყოველთვის უნდა შევიტანოთ ცვლილებები, რომ ყველა ერთად განვვითარდეთ და არა ერთპიროვნულად. ვთვლით, რომ ეს ნორმალური ნაბიჯია, თუმცა, სამწოზხაროდ, ზოგერთისთვის ეს ნორმალური არ აღმოჩნდა.”- ამბობს ახმედ იმამყულიევი.



პარტია „ევროპული საქართველოდან“ მარნეულის საკრებულოში სულ სამი წევრი იყო წარმოგენილი. აზად ქარიმოვი დღეს, 7 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე არ გამოცხადადა. მსგავსი საქციელი კი იმამკულიევმა უპასუხისმგებლო მოქცევად მიიჩნია და თქვა, რომ აზად ქარიმოვის გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ქართულ ოცნებას უფრო მეტად ვიდრე მათ ხელი შეუშალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები