ომის შემდგომ დარჩენილი მოგონება გმირებზე- ზაზა ბოჭოიძე
დღეს  11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ომს საქართველოს ასეულობით მოქალაქე ემსხვერპლა, განადგურდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ქვეყნის ტერიტორიის 20% კი რუსეთმა დაიპყრო .

ზაზა ბოჭოიძე ერთ-ერთია იმ გმირთაგან, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში იბრძოდა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად და რომელმაც ვერ მოახერხა სახლში ორ მცირეწლოვან შვილთან, 3 წლის გიორგისთან და 3 თვის საბასთან, ცოლთან თეასთან და დედ მამასთან დაბრუნება. ნინო ბოჭოიძე, ზაზას დედა 9 წლის შემდეგაც იხსენებს იმ დღეს, როდესაც შვილი სამშობლოს დასაცავად სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა:

ზაზა გარდაიცვალა, მგრამ დატოვა ორი შვილი გიორგი და საბა, ისინი უკვე გაიზარდნენ, გიორგი 13 წლისაა, საბა კი 10ს.
დღესდღეობით ქალაქ მარნეულში ზაზა ბოჭოიძის სახელობის სკვერია, ხოლო იმ უბანს სადაც ის გაიზარდა, ზაზას სახელი უწოდეს.

ზაზა ბოჭოიძის დედის მოყოლილი შვილის გმირული ისტორია მოუსმინეთ ამ ბმულზე:



Print