რუსების სიხშირიდან გაგებული მარნეულის ბაზის დაბომბვა - ჯარისკაცის 10 წლის წინანდელი მოგონებები
2008 წლიდან ყოველი 8 აგვისტოს დადგომისას ძნელია ის ემოციები არ გაგიმძაფრდეს, რაც მაშინ 10 წლის წინ დაგეუფლა. ვლადიმერ პროპოკოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საჰაერო აპარატებსა და შტაბს შორის კოორდინაციას ამყარებდა. ხელმძღვანელობის ბრძანებით მარნეულიდან ცხინვალში, შტაბში, გადაიყვანეს.

„8-ში დილით მოხდა მხოლოდ ერთი საავიაციო დარტყმა ჩრდილო კავაკასიელებზე და იმის მერე ავიაციას აღარ უმუშავია, აზრი აღარ ჰქონდა, ჩვენი ავიაციის მუშაობის შემდეგ რუსეთის ავიაცია შემოვიდა და სამ-ოთხ ფენად იყო დაყოფილი ჰაერში. ქვემოთ ვერტმფრენები მუშაობდნენ, შუაში ბომბდამშენები, ზემოთ კიდევ „ისტრიბიწელები“ და საზღვერის გასწვრივ მუდმივად „ავაქსი“ დადიოდა.“ - იხსენებს ვლადიმერი

ავიაციამ მუშაობა შეწყვიტა, თითქოსდა პროკოპოვის სამუშაო დაუსრულდა, მაგრამ ის რუსების საკომუნიკაციო სიხშირეს უსმენდა. იხსენებს, რომ რუსებს საბჭოთა დროინდელ სიხშირეზე ჰქონდათ კომუნიკაცია. ამ სიხშირის მოსმენთი ვლადიმერმა საკუთარი თავი და ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინა.

„განთქმული T-22 რომ ჩამოაგდეს ჩვენებმა, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი არის ასეთი „ბუკი“ და ჩვენ იმ პოზიციაზე ვიდექით. ეს დააფიქსირეს რუსებმა და მაგათმა „ავაქსმა“, რომელიც საზღვართან დაფრინავდა, გადმოსცა კოორდინატები სადაც ჩვენ ვიყავით. რომ დავაფიქსირე მაშინვე სარდალს ვუთხარი, სარდალმა დატოვეთ პოზიციებიო. 5 წუთში ავიკრიბეთ, გამოვედით იქედან და გამოვედით თუ არა, არ გასულა სამი წუთუი და ის ადგილი მიწასთან გაასწორეს.“ - ამბობს ვლადიმერ პროკოპივი

ვლადიმერი ცეცხლის ხაზთან ახლოს იყო, რამდენჯერმე მანქანა, რომლითაც შტაბიდან შტაბში გადაადგილდებოდნენ დაცხრილეს. ერთხელ კი მათი მანქანიდან 500 მეტრში ბომბებიც ჩამოყარეს. იხსენებს, რომ ჯარისკაცები მანქანებიდან მაშინვე ჩამოვდნენ და გზისპირას მდებარე არხებში ჩაწვნენ, სხვა გზა აღარ ჰქონდათ, ვეღარსად წავიდოდნენ. საბედნიეროს რუსების ბომბები არ აფეთქებულა.

რუსების თვითმფრინავების მარნეულში გამოჩენის შესახებ ვლადიერმა რუსებისავე სიხშირიდან შეიტყო. პირველი რაც გააკეთა მარნეულის შტაბის მეთაურს აცნობა ამის შესახებ, შემდეგ კი საკუთარ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ მხოლოდ საბუთები აეღო, სახლიდან წასულიყო და მეგობართან დარჩენილიყო რამდენიმე დღით.

„ცხინვალის შემდეგ რუსებმა მეორე დარტყმა გააკეთეს გორზე. მესამე შემოსვლისას კი მაგათი თვითმფრინავები გორისკენ და ცხინვალისკენ კი არ წამოვიდნენ, არამედ მუხიანისკენ, სადაც საავიაციო წერტილი დგას. საქართველოს საჰაერო ტრასები ამ წერტილზე გადის. საკამანდო პუნქტიდან მაშინვე მითხრეს, რომ თვითმფრინავები მუხრანისკენ მოდიოდნენ და 100%-იანი ეგენი მარნეულში მოდიან მეთქი. როგორც კი ეს გავიფიქრე მაშინვე დავურეკე მეთაურს, მეთაურმა ვიცითო ჩვენსკენ მოდიანო და როგორც მე ვიცი, მთელი ნაწილი მეთაურის ბრძანებით აეროდრომის წინ რომ ავტოპარკია იქ იყო შესული. პირველად რომ შემოვიდნენ ძალიან არ დაუბომბავთ, უბრალოდ დაზვერვის პონტი იყო, შემოვიდნენ და ნახეს, რომ აქ სიწყნარე იყო. მეორე შემოსვლაზე კი ძალიან ბევრი ბომბები ჩამოყარეს.“ - გვიყვება ვლადიმერი

მარნეულის სამხედრო ბაზის დაბომბვისას 3 ჯარისკაცი გარდაიცვალა, 6-მა კი მძიმე ჭრილობები და დამწვრობები მიიღო. ომის დასრულების შემდეგ, მარნეულის სამხედრო ბაზაზე და სოფლებში ჩამოყრილი ბომბების განეიტრალება დაიწყო. პრიბალტიკელ დამხმარე ძალებთან ერთად ქართველი ჯარისკაცები 25 აგვისტომდე აფეთქებდნენ რუსების მიერ ჩამოყრილ ბომბებს. ვლადიმერი იხსენებს, რომ მარნეულში 39 ავუფეთქებელი ბომბი დათვალეს, 250 და 500 კილოიანები, დაახლოებით ამდენივე კი აფეთქებული იყო.

ვლადიმერი დღს უკვე ხუმრობით იხსენებს, რომ რუსული „ისტრიბიწელები“ მარნეულში, მიწაზე მყოფ „კუკურუზნიკებს“ ებრძოდნენ.

„აქ რომ პირველად მოვიდნენ თვითმფრინავები გადამალული იყო, ისე რომ ფაქტობრივად ვერც ნახეს, იდგა მხოლოდ და მხოლოდ „კუკურუზნიკს“ რომ ეძახიან ეგ თვითმფრინავი, 3 ცალი, და იმაზე მიიტანეს შემდეგ იერიში. ნუ გმირები არიან ეხლა, „კუკურუზნიკი“, 47 წელში დაპროექტებული თვითმფრინავი გაანადგურეს მიწაზე, გმირები არიან სხხვას ვერაფერს იტყვი.“



რადიო „მარნეული“

Print