მარნეულში აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს
მარნეულში აგვისტომს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც 8 აგვსტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაა.

ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 10 წლის წინ მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომი.  მადლობა გადაუხადეს ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, მათი შვილების, მამებისა და ქმრების თავდადებისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი დღეს ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ზაურ ტაბატაძის თქმით, დღევანდელ დღეს საქართველოს გმირებმა ბოლომდე იბრძოლეს და საკუთარი თავი სამშობლოს  შესწირეს.




მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის თქმით,  აგვისტოს ომი ყოველთვის გაგვახსენებს იმ გმირებს, რომლბმაც მაგალითი გვაჩვენეს თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და დაიცვა ის



დღევანდელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული მხარე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქრთველოს მიმართ, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავრობა ყვლანაირად ცდილობს, რომ მშვიდობიანი გზით მოგვაროს ეს კონფლიქტი.



მარნეულის თვითმმართველობამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 500  ლარიანი დახმარება გადასცა.

Print