მარნეული
ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის კანალიზაციის სუნი, უგზოობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა ყოველდღიურ პრობლემად იქცა
კანალიზაცია, გზა, საგზაო გადასასვლელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ეს იმ პრობლემებს ჩამონათვალია, რომელზეც მარნეულში, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები წუხან.
მოსახლეობა კანალიზაციის არარსებობის გამო იძულებულია ხელოვნურად მოაწყონ მილები და იქვე მდებარე სარწყავ წყალში ჩაუშვან.
ირგვლივ უსიამოვნო სუნის გამო ფაქტობრივად გავლა შეუძლებელია, მოსხლეობა ამბობს, რომ ორი წლის წინ დაჰპირდნენ ცენტრალური კანალიზაციის გაკეთებას, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა.



„კანალიზაციის წყალი მთლიანად არხში ჩადის. ზაფხულში საშინელ სუნად ჰყარს ყველაფერი. ერთი აბანო გვაქვს და გვეშინია გამოყენება. მეზობლები მერე ამის გამო ვჩხუბობთ.გვითხრეს ცენტრალური კანალიზაცია გაკეთდებაო, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულო“- ამბობს ერთ-ერთი მკვიდრი


„რამდენჯერ მივმართეთ დეპუტატს, რომ ნახე რა დღეში გვიწევს ცხოვრება - თქო. ახლა რა უნდა გავაკეთოთ შევგროვდეთ და მერიაში წავიდეთ სახეში შევაფურთხოთ? ამ ანტისანიტარიის გამო ბავშვები ენტეროვისურებით საავადმყოფოებში ხშირად ხვდებიან“- ამბობს ერთ-ერთი მკვიდრი.

კანალიზაცია არ გვაქვს და აი, ნახეთ რა დღეშია არხი. გაასუფთავებენ და წყალს არ უშვებენ ან პირიქით ხდება. საშინელი სუნია, გარეთ ვერ გამოვდივართ. სუნისგან ვიხრჩობით. მერი ჩვესკენ არ მოდის, ქუჩის დეპუტატი გყვავს მგონი და ისიც კი არ მოდის.- ამბობს ერთ-რთი მოსახლე.


ჯავახიშვილის ქუჩის შემოსასვლელშივე სრულდება მოასფალტებული გზა და მოხრეშილი გზა იწყება, რომელსაც სხვადასხვა უბნებამდე მივყავართ. მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე წლის წინ ქუჩის მხოლოდ ერთ მხარეს დააგეს ასფალტი, მეორე მხარის დაგებას კი უახლოეს მომავალში დაჰპირდნენ, თუმცა დაპირება დაპირებადვე დარჩა. გარდა ცუდი გზის არსებობისა, მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც საუბრობს, რომელიც წლებია მათ ქუჩაზე არ დადის და მარნეულის ცენტრში მისასვლელად ტაქსით სარგებლობა უწევთ, რომელიც ძვირი უჯდებათ.

"ორმოცამდე ოჯახი ცხოვრობს ჩვენ უბანში. თითო ოჯახში როგორც მინიმუმი სამი წევრი ცხოვრობს და ჩვენსკენ სამარშრუტო ტაქსი არ მუშაობს. სადმე წასასვლელად ცენტრამდე მისასვლელად ტაqსის გამოძახება გვიწევს. ჩვენ ძალიან გვჭირდება მარშრუტკა ან ავტობუსი." - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე

„მინიმუმ 10 ლარი გვჭირდება ერთ წასვლაზე ტაქსით ბაზარში რომ გავიდეთ ან სხვაგან სადმე. მე ფეხით დავდივარ და მეუღლისთვის ტაქსს ვიძახებ. აუცილებელია ჩვენთვის მარშრუტკა.“ - ამბობს მოსახლე

„მე ასაკში შესული ქალი ვარ და ფეხით რომ მიწევს სიარული ნელა, შესვენებების გაკეთება მიწევს და ჩემი გზა უფრო გრძელი გამოდის. მარშუტკა რომ ყოფილიყო ყველა დავისვენებდით. გაგვახარებდნენ.“ - ამბობს ერთ-ერთი მკვიდრი



აღნიშნული ქუჩა მარნეული-წალკის გზაზე მდებარეობს და დღის განმავლობაში ბევრი სატვირთო მანქანა გადის მასალებით დატვირთული. იმასაც ამბობენ, რომ ავტომობილები სწრაფად დადიან, რაც ქვეითებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ირგვლივ კი არცერთი შუქნიშანი არ დგას.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, ჯავახიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა იმ პროექტის ფარგლებში განხორციელდება, რაც ზოგადად ქალაქ მარნეულს მოიცავს. პროექტი, გულისხმობს მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას.

რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, ამ ეტაპზე თვითმმართველობა თავს იკავებს აღნიშნული მასშტაბური პროექტის გამო, რადგანაც ახლა გზის დაგების შემთხვევაში კანალიზაციის გაკეთდების პროცესში გზის აყრა გახდება საჭირო.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანპორტის დანიშვნას ჯავახიშვილის ქუჩაზე , მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ხაზის დამატება არ იგეგმება, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სოფელ საიმერლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა გუშინ,
10 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო,
17:01 / 11.12.2018
სოფელ საიმერლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა გუშინ, 10 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო,
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი
პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა.
16:49 / 11.12.2018
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
შესაბამისად, ის სამართლებრივი ნორმები,
16:35 / 11.12.2018
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ის სამართლებრივი ნორმები,
ვერძი

კარგი დღეა სწავლის, მოგზაურობისა და სწავლისთვის. დღის პირველ
ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. მოსალოდნელია
კონფლიქტი ოჯახში, სამსახურში.
11:06 / 11.12.2018
ვერძი

კარგი დღეა სწავლის, მოგზაურობისა და სწავლისთვის. დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. მოსალოდნელია კონფლიქტი ოჯახში, სამსახურში.
სოფელ ლეჟბადინში „რუსთავწყლის“ მაღალი ძაბვის
ელექტროსადენები აფეთქდა
17:41 / 10.12.2018
სოფელ ლეჟბადინში „რუსთავწყლის“ მაღალი ძაბვის ელექტროსადენები აფეთქდა
მარნეულის „კულტურის ცენტრში“ თეატრალური
პერფორმანსი - „არა ძალადობას!“ გაიმართა.
17:35 / 10.12.2018
მარნეულის „კულტურის ცენტრში“ თეატრალური პერფორმანსი - „არა ძალადობას!“ გაიმართა.
საიმერლოში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი
მემორიალი 8 თვეზე მეტია ხეზეა მიყუდებული.
16:38 / 10.12.2018
საიმერლოში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი 8 თვეზე მეტია ხეზეა მიყუდებული.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდრის საჯარო
სკოლაში ხანძარი გაჩნდა.
16:24 / 10.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდრის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.