მიწის ნაკვეთების მოსარწყავად ფერმერებმა ხელშეკრულება ადგილობრივ სერვის ცენტრებში უნდა გააფორმონ
სასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მოსარწყავად მარნეულელ ფერმერებს ხელშეკრულების გაფორმება წელს საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრში მოუწევთ. სისტემა, როდესაც სერვის ცენტრის წარმომადგენლები ფერმერებთან კარდაკარ დადიოსნენ და ხელშეკრულებებს ისე აფორმებდნენ შეიცვალა.

ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მოსარწყავად ფერმერები 75 ლარს იხდიან.

როგორც საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, ფერმერები ხშირად აღნიშნულ ხელშეკრულებას არ აფორმებენ.

„წელს ძალინ ბევრი ჯარიმები დაიწერა, გამომდინარე იქინდა, რომ წელს წყლი ძალიან ბევრმა ფერმერმა მიიტაცა.“ - გვეუბნება ალექსანდრე შუკაკიძე

წყლის მიტაცების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პირველ ჯერზე, ფერმერი 250 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები