რელიგიური და ეთნიკური საკითხების ორგანიზებითვის საკრებულოში ექსპერტის პოზიციაზე დანიშნული ექსპერტი არ არის
მარნეულის საკრებულოს რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებში ახალი შტატი დაემატა.

მარიამ ირიაული საკრებულოს ახალ შტატზე ექსპერტია, თუმცა ასეთი სახელწოდება მის სამსახურს ჰქვია და თავს ექსპერტად არ მიიჩნევს, ამბობს, რომ ექსპერტობას სხვა მრავალი რამ სჭირდება. მუშაობის საფუძველს კი რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებში სხვადასხვა სემინარებზე დასწრება და მარნეულის სპეციფიკის კარგად ცოდნა აძლევს.



„ექსპერტის კვალიფიკაცია ამ თემაში ნამდვილად არ მაქვს, ეს თანამდებობის დასახელებაა, თორე ექსპერტი მოგეხსენებათ ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. უნივერსიტეტში, სადაც მე ვსწავლობდი თეოლოგიის ფაკულტეტი არსებობდა და ხშირად ვესწრებოდი ხოლმე სემინარებს რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, თორე განათლება პირდაპირ რელიგიის მხრივ ან თეოლოგი არ გახლავართ“ - ამბობს მარიამ ირიაული

მარნეულის მუნიციპალიტეტის რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებში ექსპერტი მარიამ ამბობს, რომ მისი პოზიცია საკრებულოში შესული საკითხების ორგანიზებას გულისხმობს



„ რაც გვევალება ეს არის მთავარი, რომ ორგანიზება გავუწიოთ საკრებულოში შეოსულ საკითხებს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. მოვიძიოთ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები წერილობითი მომართვის შემთხვევაში, ან სტატისტიკა გავაკეთოთ და შევიმუშაოთ შესაბამისი გეგმა სამუშაოების და პრობლემების გადასაწყვეტად“ - ამბობს მარიამ ირიაული

მარიამმა უკვე განიხილა წერილი, რომელიც არა საკრებულოში არამედ მერიაში შევიდა.



„ ერთი წერილი იყი რელიგიურ სიმბოლოებთან დაკავშირებით. მართალია ეს თანამდებობა არის საკრებულოში არსებული, თუმცა ეს წერილი მერიაში შემოვიდა და ვინაიდან, რელიგიურ საკითხს მოიცავდა ჩვენ გავეცით შესაბამისი პასუხი“ - ამბობს მარიამ ირიაული

მარნეულის მერიის საკრებოლოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამბობს, რომ ახალი შტატის დამატება მრავალეთნიკურობინან გახდა საჭირო


„ჩვენ გვინდა, რომ სხვა ეთნოსთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და ამ კუთხით სამუშაო გეგმას ვგეგმავთ, რომ შეხვედრები გვქონდეს ეთნიკურ უმცირესობებთან რათა უფრო მეტი მეგობრული და კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ჩვენ შორის“ - ამბობს ამირან გიორგაძე

მარიამ ირიაული პროფესით იურისტია. ახლა ის თბილისის ღია უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. მარნეულის საკრებულოს შტატზე კი რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებში ექსპერტის თანამდებობა დაახლოებით ორი თვეა, რაც დაიკავა.

რადიო "მარნეული"
Print