“One Caucasus”- ის ფესტივალისთვის მზადება დაიწყო
“One Caucasus”- ის ფესტივალისთვის მზადება დაიწყო. ფესტივალი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვთან ასოცირდებოდა, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში გადაინაცვლა და საზაფხულო ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ახლა აქ ხალხმრავლობაა. მოხალისეები, დაინტერესებული ადამიანები ცდილობენ შექმნან გარემო, რომელიც 1 სექტემბერს დამსწრეებს უკმაყოფილოს არ დატოვებს. წელს ფესტივალზე მონაწილეობას 12 ბენდი მიიღებს  შექმნინ მუსიკალურ მიქსებს და საინტერესო კომპოზიციებს.




ფესტივალის პიარ კოორდინატორი აგნეშკა კაჩმარაკი ამბობს, რომ  სტუმრებს ბევრ საინტერესო სანახაობას და მუსიკალურ კომპოზიციებს შესთავაზებენ, ამის შესაძლებლობას კი ადგილმდებარეობაც აძლევთ. 



„პირველ რიგში ადგილი არის შესანიშნავი. ფოლადაური მართლაც უნიკალური ადგილია აქ საზაფხულო ბანაკებია. ირგვლივ სიმწვანეა, სუფთა ჰაერია, ძალიან კარგი ხედებია და ჩვენ ბედნიერები ვართ. ადგილი ხელს გვიწყობს მუშაობაშიც. აქ ძალიან ბევრი ბავშვია , რომლებიც ფესტივალით არიან დაინტერესებულნი და ყოველდღიურ სამუშაოებში გვეხმარებიან ასევე ვორქშოფების მომზადებაში. ახლა სამზადისი გვაქვს , 30 მოხალისე გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან მაგალითად, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამსწრეები კარგ დროს გაატარებენ.“ - ამბობს აგნეშკა კაჩმარაკი.



ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსი პაკო სარი უკვე ჩამოვიდა. ამბობს, რომ მისთვის “One Caucasus”- ის ფესტივალი ყოველთვის წერაქვთან ასოცირდებოდა, მართალია, ახლა ადგილმდებარეობა შეიცვალეს, თუმცა ფოლადაურიც მოსწონს. იმედოვნებს, რომ დამსწრეები დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.



„წელს სრულიად განსხვავებული მუსიკა გვექნება. იქნება ელექტრონული მუსიკის მიქსები, როკი ასევე, რა თქმა უნდა, ტრადიციული ფოლკლორული ჯგუფი საქართველოდან. აქ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ წარმატებული და ცნობილი ბენდები.“ - ამბობს პაკო სარი

საზაფხულო ბანაკის მონაწილე ქეთი მხეცაძე ამბობს რომ მისთვის ახალი გამოცდილება, სხვადასხვა კულტურის გაცნობა და ადამიანებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. 





One Caucasus-ის ფესტივალი მარნეულში, სოფელ წერაქვში ოთხი წლის განმავლობაში იმართებოდა, თუმცა წელს მარნეულის მუნიციპალიტეტმა ფესტივალის გამართვაზე უარი თქბა. სოფელ წერაქვში ყოველწლიურად რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეები აშენებდნენ ერთგვარ საფესტივალო ქალაქს, რათა მარნეულელებსა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს ჰქონოდათ ადგილი, სადაც ოთხ დღეს ერთად გაატარებდნენ, მოუსმენდნენ სასიამოვნო მუსიკას, დაისვენებდნენ ოჯახებთან ერთად და გაეცნობოდნენ მათი მეზობლების კულტურას.

ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ პოლადაურში 1-2 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალზე დასასწრებად სამარშრუტო ტაქსები მარნეულიდან, ბოლნისიდან და თბილისიდან მოემსახურებიან დაინტერესებულ პირებს.


რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები