აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ნარჩენები სამუშაო ტექნიკის გაუმართაობის გამო ვერ გააქვთ
მარნეულის ბაზრის მიმდებრე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე, გამვლელებს და მოვაჭრეებს ქუჩაში დაყრილი ნაგავი აწუხებთ, ამბობენ რომ რამდენიმე კვირაა მსგავს ვითარეაში არიან.
დაახლოებით 10 დღეა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „სუფთა მარნეულის" წარმომადგენლებმა ახალი სანაგვე ურნები განათავსესა, დაჰპირდნენ, რომ ნარჩენებს გაიტანდნენ, თუმცა სიტუაცია დღითიდღე უარესდება. როგორც ჩვენთან საუბარში მოსახლეობა ამბობს, საღამოს საათებში ბაზარში მომუშავე მოვაჭრეები ნაგავს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყრიან.



შპს "სუფთა მარნეულის" დირექტორმა, ლერი მუმლაძემ არსებული პრობლემის შესახებ იცის, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ნარჩენების გაწმენდა ტექნიკის გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება და თავადვე ამბობს, რომ ავტომობილის შესაკეთებლად ნაწილს ელოდებიან, თუმცა რა ვადებში ეს ზუსტად არ იცის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები