მოვაჭრეების უკმაყოფილების შემდეგ ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენები გაიტანეს
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ნარჩენები უკვე გაწმინდეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ნრჩენები მიუხედავად დაპირებისა არავის გაჰქონდა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე დაუკავშირდა და არსებული სიტუაციის შესახებ აცნობა.

ჩვენ შპს „სუფთა მარნეულის“ დირექრორს ლერი მუმლაძეს
დავუკავშირდით და თქვა , რომ ამდენი ხნის განმავლობაში ნარჩენები სამუშაო ტექნიკის გაუმართაობის გამო ვერ გააქვთ, თუმცა გუშინ, 29 აგვისტოს, საღამოს საათებში აღმაშნებლის ქუჩიდან ნარჩენები გაიტანეს.

რადიო "მარნეული"
Print