სოფელ წერეთელში 17 წლის ბიჭმა სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდმა თავი მოიკლა.
რადიო „მარნეულის“ წყაროს ინფომაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიჭმა სახლში წერილებიც დატოვა, თუმცა მათი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი საკუთარ ეზოში ჩამოხრჩობილი იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანაც გულისხმობს. 
ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები