რუსთაველის ქუჩაზე სავაჭრო ფართი და კაფე დაიწვა


31 აგვისტოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დაიწვა სავაჭრო ფართი და კაფე.


თვითმხილველების თქმით, ხანძარი დილის საათებში, მოკლე ჩართვის შედეგად 07:20 წუთზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას საბურავების მაღაზიაში გაჩენილმა ცეცხლის კერამ შეუწყო ხელი. დამწვარია 200 კვ.მ. ფართი

ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო 57 წლის მამაკაცმა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება.
ამდროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.







რადიო "მარნეული"



 


Print