მრნეულის სოფლებში აზიური ფაროსანა არ ფიქსირდება - ფაროსანის სხვა სახეობებს კი ისეთი მასშტაბური ზიანი არ მიუყენებია მოსახლეობისთვის, რომ სახელმწიფი ჩაერიოს
მარნეულის მოსახლეობა სოფლებში ფაროსანის გავრცელებას უჩივის, ამის შესახებ სოფელ თამარისისა და წერეთლის მოსახლეობამ დღეს, 4 სექტემბერს, ქვემო ქართლის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან შეხვედრისას ისაუბრეს.
ამბობენ, რომ ფაროსანა გაარდა მოსავლის განადგურებისა, მათთან სახლშც შედის. მოსახლეობის თქმით , წელს მოსავალი ფაქტობრივად არ აუღიათ. კიტრი, პომიდორი, სიმინდი და ხილი ფაროსანამ გაანადგურა, მათთან ბრძოლა კი დამოუკიდებლად უჭრთ.



როგორც შეხვედრაზე ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა თქვა, ამ ეტაპზე მხოლოდ კონსულტაციებს ატარებენ შესაბამისი სამსახურები, ამიტომ წელს მოსახლეობა როგორმე საკუთარი ძალებით უდნა გაუმკლავდეს ფაროსანებს, თუმცა რეხიაშვილის თქმით, სამომავლოდ აუცილებლად უნდა გააქტიურდეს მუშაობა ფაროსანასთან საბძოლველად, რათა მოსავლის გადარჩენა შეძლონ.



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გერონტი სივსივაძის თქით, ვინაიდან მარნეულის სოფლებში აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა მოსახლეობას ფაროსანაზე საბრძოლველად უფასო შესაწამვლი მასალით სახელმწიფო ვერ დაეხმარება.  გამომდინარე იქედან , რომ კარანტინად მხოლოდ აზიური ფაროსანაა გამოცხადებული, ხოლო სხვა სახეობის ფაროსანებს მასშტაბური ზარალი მოსახლეობისთვის არ მიუყენებიათ. ამიტომ, ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკოენდაციის გაწევა და მონიტორინგის ჩატარება შეუძლიათ.



სივსივაძის თქმით, ფაროსანასთან საბრძოლველად შესაწამლი საშუალებები მარნეულში არსებობს და ძვირიც არ ღირს, ამბობს, რომ შედეგიც საკმაოდ მალე მიიღწევა. მაგალითისავის გვიყვება, რომ სოფელ საიმერლოს ერთ-ერთმა მკვიდრმა მათი რეკომენდაცით შეწამლა ტერიტორია და შედეგიც მალვე მიიღო. საინფორმაციო სახის კამპანია უკვე ჩაატარა სოფლებში და დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეულიათ, რომ ისევ მათ მიმართონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები