ალგეთისა და სადახლოს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყება
ალგეთისა და სადახლოს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 10 სექტებერს დაიწყება.

ორივე ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აგებული და თითოეული 150 აღსაზრდელზეა გათვლილი, მაგრამ როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ ქარიმოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ბაღებში 180-მდე აღსაზრდელის განთავსება იქნება შესაძლებელი.

აღსაზრდელების რეგისტრაცია მარნეულის სხვა ბაღებში დამთავრებულია, როგორც ქარიმოვმა თქვა, ამ ეტაპზე ბავშვების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო კონკრეტულ ციფრებს ალგეთისა და სადახლოს ბაღებში რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ იტყვის.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები