საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი 25%-ით გაიზარდა
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2 კვარტლის შედეგად 270 000 ლარის ეკონომია მიიღო.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ ქარიმოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა საბავშო ბაღების თანამშრომლების სახელფასო ფონდში გაიხარჯება.

მარნეულის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომლის ხელფასი 1-ლი აგვისტოდან 25%-ით გაიზარდა.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები