აბიტურიენტები, რომლებიც გამსვლელი ქულის მიუხედავად უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ, გამონაკლისის დაშვებას პოლიტიკური პარტიის მეშვეობით ცდილობენ
ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებმა აბიტურიენტებმა, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ქულების მიუხედავად უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
რამოდენიმე მათგანმა “ევროპული საქართველოს” წევრს, ახმედ იმამყულიევს მიმართეს. იმამყულიევი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აბიტურიენტების მთავარი პრობლემა არასწორი ინფორმაციაა. არასწორ ინფორმაციაში კი გულისხმბს, რომ აბიტურიენტებმა არ იცოდნენ უნივერსიტეტის ჩამონათვალის მითთება სააპლიკაციო ფორმაში შეზღუდავად რომ შეეძლოთ.



ახმედ იმამყულიევის თქმით, მას 482-მა აბიტურიენტმა მიმართა. აქედან კი უმეტესობა ქვემო ქართლში ცხოვრობს. ამბობს, რომ მათ კიდევ ერთი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რათა უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ, ამისთვის კი შესაბამის უწყებებს უკვე შეატყობინეს და ხელმოწერები შეაგროვეს.



არასწორ ინფორმირებულობას მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი არ ეთანხმება და ამბობს, რომ აბიტურიენტებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ იმისა, რომ ინფორმირებულები ყოფილიყვნენ. თუნდაც ის, რომ სკოლაში „აბიტურის საათები“ ტარდებოდა და მასწავლებლები აბიტურიენტებს ინფორმაციას აწვდიდნენ.

როგორც რადიო „მარნეულს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაუცხადეს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება პროგრამების მიხედვით, მიღებული საკონკურსო ქულის შესაბამისად, ანუ შესაძლოა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, მაგრამ მისი საკონკურსო ქულა არ აღმოჩნდა საკმარის მის მიერვე მითითებულ/ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

გარდა ამისა ამბბენ, რომ ყველა აბიტურიეტს წლის დასაწყისშივე ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასურველი ფაკულტეტების მითითება შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლო. ასევე წელს, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა. პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს შეეძლოთ 27 აგვისტოს ჩათვლით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მეორადი ჩარიცხვების საჭიროება არ არსებობს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები