ალგეთის ზონის სოფლებს ტექნიკური მოხმარების წყალი 30 თეთრად მიეწოდება
მარნულის "სოფწყალსა" და "რუსთავწყალს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მარნეულის მოსახლეობის ნაწილს ყოველთვიურად 180 000 მ3 წყალი რუსთავწყლის მეშვეობით მიეწოდება.

დღეს, 7 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღიშნული მომსახურეობის საფასური 1მ3 წყლისათვის 30 თეთრი იყოს.

როგორც მარნეულის მერის მოადგილე ლაშეა ლობჯანიძემ საკრებულოს სხდომაზე განმარტა, როდესაც სოფლებს "რუსთავწყალი" ემსახურებოდა ტარიფი 40 თეთრს შეადგენდა, კომპანიამ ვერ მოახერხა თანხის ამოღება და მოსახლეობას 200 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა, რის შემდეგაც "რუსთავწყალმა" და მარნეულის "სოფწყალმა" ზემოაღნიშნული ხელშეკრულება გააფორმეს.

ლაშა ლობჯანიძემ ასევე თქვა, რომ მარნეულის "სოფწყლის" გაანგარიშებით 1 მ3 წყლის 30 თეთრის ღირებულებაში შედის, წყლის მოპოვების თქნხა 14,5 თეთრი, რომელსაც ყოველთვიურად "რუსთავწყალს" უხდიან, მილის ექსპლუატაციისა და შრომის ანაზღაურების თანხები.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის "სოფწყალის" უფორსმა ნაბი აბდულაევმა თქვა, აღიშნულ მომსახურეობას ალგეთის ზონის 10 სოფლის წარმომადგენლები მიიღებენ, მაგრამ წყალი რომელიც მათ მიეწოდებათ არა სასმელი არამედ ტექნიკური მოხმარებისათვის იქნება განკუთვნილი.

1 მ3 წყლის 30 თეთრი ღირებულებაც სწორედ წყლის ხარისხიდან გამომდინარეობს და მომავალში, როდესაც სოფლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება დაიწყება საფასური ავტომატურად 40 თეთრამდე გაიზრდება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები