მერიის საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.
დაახლოებით 3 თვეა, რაც ჭერი დაზიანებულია. მის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 13 140 ლარი გამოიყო.  

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ დარბაზის სახურავის სარეაბილიტაციო და შიდა სარემონტო სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი 14 აგვისტოს გამოაცხადა, თმუმცა ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერის გამოცხადება მერიას კიდევ მოუწევს.

მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში ჭერი 31 მაისს ჩამოინგრა .

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები