"აქაც (მარნეულშიც) იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში" - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დღეს, 10 სექემბერს, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.

ვაშაძის თქმით, საქართველო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.



„აქც იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში. ახალგაზრდობა სხვა ქვეყნებში მიდის, სრული უპერსპექტივობაა. არავითარი ყურადღება ეგრეწოდებული ხელისუფლებისგან არაა. გამგეობები გადაქცეულია ციხესიმაგრედ. კატასტროფულადაა გაზრდილი კრიმინალი, ამაზე ლაპარაკობს ყველა, ვისაც დილიდან შევხვდით. დრო არის, რომ საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ განვითაების გზაზე.“ - ამბობს გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე დღეს მარნეულში ოპოზიციური გაერთიანების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც ასევე სიტყვით მიმართეს მოსახლეობას და 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

„ძალა ერთობაშიას“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ცვლილებების და შეუქცევადი პროცესების დროა, რაც საქართველოს წინსვლის გზაზე დააბრუნებს.


„დღეს ჩვენ ვიმყოფებით "ქართული ოცნების" კიდევ ერთ მოტყუებულ რაიონში.ისევე, როგორც მთელი საქათელო მარნეულიც ითხოვს ცვლილებეს და 28 ოქტომბერს დაიწყება სწორედ ეს ცვლილებები. ჩვენ  გაერთიანებული ოპოზიცია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეცვლის ამ ქვეყანას და ეს დაიწყება იმ წუთშივე, როგორც კი დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ გრიგოლ ვაშაძე გახლავთ ის კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს და დაიწყება შეუქცევადი პროცესები, რომელიც  ჩვენს ქვეყანას დააბრუნებს წარმატების და წინსვლის გზაზე.“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 38 პრეზიდენტობის 
კანდიდატს შორის მოუწევს. 



რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები