მარნეულში სტიქიით დაზრალებული ოჯახებიდან ზიანის ანაზღაურება მხოლოდ 2 ოჯახს დასჭირდა
მარნეულში მცხოვრები ზეინალოვების ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებიდან, ვინც მარნეულში 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ზარალი მიიღო.
სტიქიის დროს თითთქმის ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი გაუნადგურდათ, სახლშ იდაძინებას ვერ ახერხებნენ და კვირების განმავლობაში, 8 სულიან ოჯახს პირუტყვის სადგომში ეძინათ.

ბანოვშა ზეინალოვი პენსიონერია, ამბობს, რომ გაჭირვებაში ისედაც უწევდათ ყოფნა, თუმცა სტიქიამ მათ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. „უკვე რამდენიმე თვეა, რაც ტელევიზორი და რადიო აღარ მაქვს ყველაფერს მოწყვეტილი ვარ“ - ამბოს ბანოვშა ზეინალოვი



„მეუბნებიან, შენ დახმარება არ გეკუთვნისო. სახლში არაფერი არ დამრჩა: მაცივარი, ტელევიზორი, რადიო, მაგნიტოფონი ყველაფერი დაზიანდა. ერთი საწოლი არ მაქვს, იატაკზე მძინავს და მე მეუბნებიან შენ დახმარება არ გეკუთვნისო. მერიაშიც ვიყავი. რუსლანთანაც წავედი 2-ჯერ ლაშასთან მივედი. მეუბნებიან არაა დახმარებაო. დაინგრა ალბათ ეს ქვეყანა და აღარაა დახმარება? ქმარი ავად მყავს ახლახან მოვიყვანე რეანიმციიდან. მაჩვენეთ ადგილი სადაც უნდა მივმართო, არ ვიცი რა ვქნა.“- ამბობს ზეინალოვი

ზეინალოვის თქმით, მარნეულის მერია ერთჯერადად 1500 ლარით დაეხმარა, თუმცა ამბობს, რომ საკმარისი არაა. მარნეულის მერის მოადგილის, ლაშა ლობჟანიძს თქმით, მარნეულში სტიქიით დაზარალებულ მხოლოდ 2 ოჯახს დაეხმარნენ 1500- 1500 ლარით, ხოლო სხვა ოჯახების ზიანი უმნიშვნელო იყო და შესაბამისად, კომპენსაცია არ გაუციათ.

ზეინალოვები სოციალური დახმარების იმედზე არიან, თუმცა მარნეულის სოციალურმა სააგენტომ მას სოციალურად დაუცველის სტატუსი მაღალი რეიტინგული ქულის გამო არ დაუნიშნა, მაგრამ ზეინალოვების ოჯახი დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს.
მარნეულის სოციალურ სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ, თუმცა მზადყოფნას გამოთქვავენ მიმართვის შემთხვევაში, რომ აუხსნან ოჯახს თუ რატომ არ ეკუთვნით სოციალური დახმარება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები