404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

მარნეულელი ახალგაზრდები მერიიდან ოფიციალურ წერილზე პასუხს უკვე 35 დღეა ელოდებიან
ფუად გახრამანოვმა მარნეულის მერიას ოფიციალური წერილი 6 აგვისტოს მისწერა. წერილი მარნეულის კულტურის სახლის შენობისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭებას შეეხებოდა. ახალგაზრდებამ ხელმოწერები შეაგროვეს და კულტურის სახლისათვის ნარიმანოვის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ.

„ჩვენ შევაგროვეთ ხემოწერები და მარნეულის კულტურის სახლისთვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება წარვადგინეთ, მაგრამ პასუხი დღესაც არაა. კანცელარიაში ხშირად შევდივარ და ვეკითხები, ისინი კი მეუბნებიან, რომ ჯერ არ არის პასუხიო.“ - გვეუბენბა ფუად გახრამანოვი

გახრამანოვის თქმით, მან არ იცის თუ რატომ არ მიიღო ამ დრომდე წერილზე პასუხი, მერიას კი ოფიციალური განმარტება მისთვის არ გაუკეთებია. ფუადმა პასუხის დაგვიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მერიას ისევ მიმართა.

„მიეზად ის მითხრეს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მერია და საკრებულო ვერ მიიღებსო. ამისთვის კომისია უნდა შეიქმნას, 35 დღის განმავლობაში კი ამ კომისიას ქმნიდნენ. სხვა არაფერი არ გაუკეთებიათ. ახლა დაიწყებენ განხილვას და მიიღებენ გადაწყვეტილებას. პასუხი როდის იქნება ამაზეც არაფერი არ გვითხრეს. მაგრამ კანონიდან გამომდინარე ეს დარღვევაა, პასუხს აგვიანებენ.“ - ამბობს ფუად გახრამანოვი

მარნეულის მერიაში ოფიციალურ წერილზე პასუხის დაგვიანების მიზეზს არც რადიო „მარნეულს“ არ უსახელებენ. როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, მერიას არააქვს უფლება ფუად გახრამანოვსა და მერიას შორის არსებულ მიმოწერაზე მესამე პირებს მისცეს ინფორმაცია. ხოლო 35 თუ 40 დღითაა დაგვიანებული პასუხი თავად გახრამანოვმა უნდა გაარკვიოს და თუ რაიმე პრეტენზია აქვს მათ უნდა მიმართოს.

რადიო „მანრეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები