სიახლე
წერეთელში ამღვრეული წყალი ონკანებიდან ერთ კვირაზე მეტია მოდის
ყოველ დღე წყალს მინის ჭურჭელში ავსებს, ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს, დებს მაგიდაზე და ელოდება როდის დაიწმინდება . წყალს ადუღებს და მხოლოდ ამის შემდეგ სვავს.

ონკანზე მომდინარე ამღვრეული წყალი წერეთლელმა მანანა ხარაძემ 10 დღის წინ შეამჩნია. იცის, რომ სასმელად უვარგისია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ადუღების შემდეგ მაინც სვავს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც სასმელი და მინერალური წყლების ყიდვა მოუწია.



მანანა სასმელი წყლის გადასახადს ყოველთვიურად იხდის, მრიცხველი აქვს დაყენებული, და თვლის რომ შესაბამისი სერვისიც უნდა მიიღოს.

პირველ სექტემბერს წერეთლელმა ლაშა ნადირაძემ ფეისბუქის გვერდზე ატვირთა ვიდეო სადაც ონკანიდან მოსულ და ნაყიდ წყალს ერთმანეთს ადარებდა. ყავისფერი შეფერილობის ონკანიდან მოსული წყალი ნაყიდი წყლისაგან დიდად განსხვავდებოდა.



წერეთლელებმა სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ქვემო ქართლის ახალ გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილსაც უამბეს. 4 სექტემბერს, წერეთლელებთან შეხვედრისას გუბერნატორთან ერთად მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეც იყო. ტაბატაძემ თქვა, რომ სასმელი წყლის მილები წერეთელში დაზიანდა და წყალი სწორედ ამიტომ იყო ჭუჭყიანი.

5 სექტემბერს ჩვენ მარნეულის „სოფწყალის“ დირექტორ ნაბი აბდულაევს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ წერეთელში სასმელი წყლის პრობლემა უკვე მოგვარებული იყო, მაგრამ როგორც გაირკვა მოსახლეობას კვლავ ბინძური წყლის დალევა უწევს.

სასმელი წყლის მონიტორინგს პერიოდულად სურსათის ეროვნული სააგენტო ანხორციელებს. როგორც ჩვენთან საუბრისას სააგენტოს წარმომადგენელმა თქვა, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე 15 01 დარეკეს სააგენტოს წარმომადგენლები წყალს კიდევ ერთხელ შეამოწმებდნენ და შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. ხოლო ამ დროისათვის სოფელ წერეთელში სასმელი წყლის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ.

მარნეულის „სოფწყალის“ დირექტორთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ ნაბი აბდულაევი ჩვენთან საუბარს თავს არიდებდა, დღის ბოლოს კი მარნეულის „სოფწყალის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ალიკა მამუკაშვილი თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ დღეს სასმელი წყლის მილების ორი ხაზი მთლიანად დაათვალიერეს, რომლებიდანაც წერეთელს წყალი მიეწოდება. მათი აზრით ამღვრეული წყალი ახალი სატუმბო სადგურის გამო მოდის. მარნეულის „სოფწყალი“ ხვალ 14 სექტემბერს, ახალი სატუმბოს გამორთვასა და ძველი სატუმბოს ამუშავებას გეგმავს, რათა გაარკვიონ მართლაც ახალი სატუმბო სადგურიდან მიეწოდება წერეთლელებს ჭუჭყიანი წყალი თუ არა. მამუკაშვილმა ვერ გვიპასუხა თუ როდის აღმოიფხვრება პრობლემა, რადგან როგორც თავად ამბობს, პრობლემისათვსი ჯერ არ მიუგნიათ.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
რომის აეროპორტ „ჩამპინოში“ ხანძარი გაჩნდა.
როგორც იტალიური მედია იუწყება,
13:21 / 19.02.2019
რომის აეროპორტ „ჩამპინოში“ ხანძარი გაჩნდა. როგორც იტალიური მედია იუწყება,
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად
შეარჩიეთ
09:51 / 19.02.2019
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად შეარჩიეთ
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

<span style=
18:11 / 18.02.2019

მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს,
დღეს, 18 თებერვალს
14:56 / 18.02.2019
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც
ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
12:40 / 18.02.2019
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა,
12:21 / 18.02.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,

დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე
გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი
ლიკვიდირებულია.
11:41 / 18.02.2019
დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ვიდეო სიახლეები