საიმერლოს საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების 40%-ი შესრულებულია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე სამუშაოების 40%-ია შესრულებული. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2018 წლის 10 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უცნობია.

საიმერლოს საბავშვო  ბაღის სამშენებლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საბავშო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთახი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსები და სპორტული/სახელოვნებო ღონისძიებათა დარბაზი.შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირებისთვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

ვიდრე საბავშო ბაღი გაიხსნება, უკვე მეორე წელია აღსაზრდელებს სოფელ საიმერლოში არსებული ერთ-ერთი კერძო სახლი იფარებს. ძველი საბავშვო ბაღის დატოვება კი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები