სოფელ წერეთლის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს დასრულდეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს დასრულდეს.
როგორც მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე მიწის ზედაპირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ისხმება ბეტონი და იგება ფილები. წესით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაs,  „ტაოს“ სკვერის მოწყობა 2018 წლის 4 ივლის უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მხოლოდ საჯრიმო სანქცია დაეკისრა.

სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში კეთდება, რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 165 498 ლარი გამოყო.

ტენდერის მიხედვით, წერეთლის სკვერის საპროექტო სივრცე ფუნქციურად ორ, ისტორიულ და ყოველდღიურ თანამედროვე ზონად უნდა გაიყოს. ორივე ზონის მოწყობა კი შპს „ტაოს“ ვალდებულებაა. 

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები