1 ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები ეტაპობრივად აიკრძალება - მრნეულელების აზრი
საქართველოში 2018 წლის 1 ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები ეტაპობრივად აიკრძალება. ამის შესახებ ოფიციალური განცახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ:

„საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას.“

პოლიეთილენის პარკების აკრძალვაზე მარნეულელი მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ზოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი სიახელე ბიზნესმენების ინტერესებთანაა დაკავშირებული, ზოგიც კი წარსულ დროს იხსენებს და ამბობს, რომ ახლა პარკების ამოღება გარკვეულწილად დაგვიანებულიცაა.

ყოველდღიურად სავაჭრო ცენტრები ასობით პარკს მოიხმარს. პოლიეთილენის პარკები, რომ მნიშვნელოვან ზიანს უქმნის ჩვენს ეკოლოგიას, ამაზე არაერთი გარემოსდამცველი საუბრობს და ამბობენ, რომ მათ ნიადაგში განადგურებას ასეულობით წელი სჭირდება, რაც ცხადია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

2019 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. პოლიეთილენის პარკებს კი ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.









რადიო „მარნეული”


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები