მას შემდეგ რაც დეპუტატი გახდა, გაჯიევმა 11 000 დოლარად ღირებული მანქანა შეიძინა
რუსლან გაჯიევის მიერ 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გაჯიევი სულ 3 მიწის ნაკვეთს, ერთ საცხოვრებელ, ხოლო ერთ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

გაჯიევის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ქალაქ მარნეულსა და სოფელ აზიზკენდში მდებარეობს.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა გაჯიევმა მარნეულში ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობიც 107 კვ.მ-ია, 2008 წელს უფსოდ მიიღო.

ხალილოის ქუჩაზე არსებულ 1 500 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გაჯიევმა 2002 წელს 200 ლარად შეიძინა.

გაჯიევის საკუთრებაში შედის 2008 წელს ქალაქ მარნეულში ჟორდანიას ქუჩაზე 10 000 ლარად შეძენილი 445 კვ.მ მიწის ფართობი და 2007 წელს სოფელ აზიზქენდში შეძენილი ორი მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 57 000 კვ.მ, რომელშიც მან 1 767 ლარი გადაიხადა.

მარეულელი დეპუტატის მოძრავ ქონებაში შედის 2016 წელს 11 000 დოლარად შეძენილი Lexys GX470-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი. გაჯიევს წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში მოძრავი ქონების სახით BMW-ს მარკის 1999 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა ჰქონდა მითითებული. 1999 წელს გამოშვებული BMW-ს მოდელის მანქანების საბაზრო ღირებულება 2 000-დან 3 000 დოლარამდეა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გაჯიევს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე 3 673,06 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 20 000 დოლარი აქვს.

რუსლან გაჯიევი საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლის არჩევნების შემდეგ გახდა. ის კენჭს მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები