ბავშვი, რომელიც სასკოლო ასაკის არ არის ბაღიდან გამოუშვეს
მარნეულის N4 ბაგა-ბაღიდან 2012 წელს დაბადებული ბავშვები გამოუშვეს.

ბავშვები, რომლებიც 2012 წლის 15 სექტემბრამდე დაიბადნენ წელს სკოლაში უნდა წასულიყვნენ, ხოლო ისინი ვინც 15 სექტემბრის შემდეგ კვლავ ბაღში უნდა გაეგრძელებინათ სიარული.

მარნეულის მეოთხე საბავშვო ბაღიდან გამოშვებული ერთ-ერთი აღსაზრდელი 2012 წლის დეკემბერში დაიბადა, რის გამოც ადმინისტრაციას მისი გამოშვების უფლება არ ჰქონდა.

N4 ბაღის დირექტორის თამარა სულეიმანოვას თქმით, სია რომლის მიხედვითაც ბავშვები ბაღიდან დაითხოვეს ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მიიღო.

საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარემ გიორგი მესხიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებას შეუძლია ბავშვებს შესთავაზოს სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვა.

„ყველა ბავშვს აქვს სრული უფლება მიიღოს სასკოო განათლება, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ეს არის ამავე დროს სკოლამდელი განათლების კანონში. არავის არააქვს უფლება, რომ ბავშვს არ მისცეს ეს განათლება, მითუმეტეს თუ ბავშვი ბაღში რეგისტრირებულია“ - გვეუბენბა გიორგი მესხიძე

ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ზაურ ქარამოვი მთელი დღის განმავლობაში რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობდა.

რადიო „მარეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები