"ახალი აზროვნების ინსტიტუტი" - სოფელ მოლაოღლიში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
"მსოფლიოს სიყვარული და განათლება გადაარჩენს' ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დღეს, 24 სექტემბერს, სოფელ მოლაოღლიში ახალი საგანმანათლებლო ცენტრის "ახალი აზროვნების ინსტიტუტი" გახსნა გაიმართა.
„ტიკა-ს „ ფინანსური მხარდაჭერით ცენტრში ქართული ენის. კომპიუტერის და სხვა მიმართულების კურსების გავლა იქნება შესაძლებელი. თავისუფალ დროს კი ახალგაზრდები ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ.

ცენტრის გახსნაზე ტიკა-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ. პროექტის იდეის ავტორები არიზ დაშდემირლი, ქამრან ეფენდიევი, ემინ იადიგაროვი და ნუცა დემეტრაშვილი არიან.

შეგახსნებთ რომ, სამი წლის წინ სოფელ მოლაოღლუში ფუნქციონირება დაიწყო "მოლაოღლუს განვითარების ცენტრიმა" და დღემდე ფუნქციონირებს. მოლაოღლის შემდეგ კი სოფელ ხულდარაშიც გაიხსნა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები