„აქ (სადახლოში) ვინმეს თუ მოსვლა და რამის გაკეთება უნდა, ჩვენი გაერთიანება ამას არ დაუშვებს" - საკრებულოს წევრი როვშან ისკანდაროვი

მარნეულის საკრბეულოს წევრმა როვშან ისკანდაროვმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში გააკეთა. ვიდეო მიმართვა სადახლოელ ახალგაზრდებთან შეხვედრისას არის ჩაწერილი.

ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ისკანდაროვი სოფელ სადახლოში 23 სექტემბერს გამართულ ახალგაზრდათა გაერთიანების მეორე კრების შესახებ საუბრობს. ის ადგილობრივების „ვაჟკაცობას“ უსვამს ხაზს და სოფელში მოსულ სტუმრებს მოუწოდებს „ცოტა ყურადღებით იყვნენ“.
ისკანდაროვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ეს განცხადება სადახლოელების გარდა არავის ეხება.

როვშან ისკანდაროვს ვთხოვეთ განემარტა, თუ რას გულისხმობდა სიტყვებში: „არ დავუშვებთ ვინმე მოვიდეს და აქ რამე ზედმეტი გააკეთოს“. მისი თქმით, ეს ეხებოდა ახალგაზრდული გაერთიანების მიერ, სოფელში აზარტული თამაშებისა და მსგავსი ქმედებების აღკვეთას.

როვშანი ამბობს, რომ მისი ფეისბუქ განცხადება ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის მიმართ ინტერესისი გაღვივებას ემსახურებოდა და რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებმა ის არასწორად გავიგეთ. თუმცა, სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში, საკრებულოს დეპუტატი სპორტზე არ საუბრობს.

მარნეულის საკრებულოში ისკანდაროვთან ინტერვიუს დროს მის ირგვლივ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ თქვა, რომ ჟურნალისტები ისკანდიროვს „სიტყვაზე ვეკიდებით“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის აზრით ისკანდაროვის განცხადება უბრალოდ ცუდად ითარგმნა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლები როვშან ისკანდაროვის განცხადებას პოლიტკორექტულად აფასებენ.

სადახლოელი ახალგაზრდების შეხვედრას, როგორც ვიდეომიმართვიდან ჩანს, მხოლოდ ბიჭები ესწრებოდნენ.



რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები