სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები - ორი წელი ინკლუზიური განათლების პროგრამის გარეშე

 



მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მეორე კლასელ და-ძმას მეორე წელია, სპეციალური მასწავლებელი არ ჰყავს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. დაწყებითი კლასის პედაგოგს გადამზადების შესაბამისი კურსი გავლილი არ აქვს და როგორც გასულ სასწავლო წელს გვითხრა, ამის გამო ბავშვებთან მუშაობა უჭირს.

სკოლის დირექტორი, მანანა მანუკიანი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ორჯერ მიმართა თხოვნით, სკოლისთვის ინკლუზიური განათლების სტატუსის მქონე მასწავლებელი გამოეყოთ.

საქართველოს პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცვლილება შეიტანა და სპეციალური მასწავლებელი სტატუსით მასწავლებელს გაუთანაბრდა. ამ ცვლილებების თანახმად, სკოლა უფლებამოსილია, სპეციალური მასწავლებლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს.

მანანა მანუკიანმა ცვლილებების შესახებ არაფერი იცის. გაურკვეველია რის საფუძველზე გვითხრა, რომ სკოლაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელს ახლო მომავალში მიიღებს. მასთან ხელახლა დაკავშირება ვერ მოხერხდა, დირექტორმა ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

ჩანახჩი მაღალმთიანი რეგიონია. სოფელში მიმავალი გზა ამორტიზებულია. სკოლა, რომელიც დაიწვა, წლებია ვაგონებშია განთავსებული. ამის გამო, შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობის მსურველი არც გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში რა გამოსავალლი არსებობს, ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსს ვკითხეთ.

ერთ-ერთი გამოსავალი, შესაძლოა სკოლის მასწავლებლის გადამზადება იყოს. თუმცა, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში თითქმის ვერ აღწევს ინორმაცია ტრენინგებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ. მასწავლებლებს კი კვალიფიკაციის ამაღლება ენობრივი ბრიერის გამო უჭირთ.

რადიო "მარნეული" გასულ წელსაც დაინტერესდა სოფე ჩანახჩის სკოლის მდგომარეობით, თუმცა სიტუაცია დღემდე შეუცვლელია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები