თვითმმართველობამ სამოქალაქო სექტორს საკუთარი პრიორიტეტები ვერ დაუსახელა, რადგან სხვა შეხვედრაზე ეჩქარებოდათ
დღეს, 25 სექტემბერს მარნეულის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო აქტივისთებს შორის შეხვედრა ჩატარდა. ტრადიციულად შეხვედრის ინიციატორი არასამთავრობო სექტორია. დღევანდელი შეკრების მიზანი კი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის შემუშავებაა.

მარნეულის არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თვითმმართველობისაგან პრიორიტეტები ვერ მოისმინეს.

შეხვედრაზე მყოფმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მისიმა მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ, საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მთლიანმა კოლექტივმა შეხვედრისთვის სათანადო მომზადება ვერ მოახერხეს და პრირიტეტებზე საუბრისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ. თვითმმართველობის წარმომადგენლებს სხვა შეხვედრაზე ეჩქარებოდათ, თუმცა დამსწრეებს ზეპირი დაპირება მისცეს, რომ ასეთი შინაარსიან შხვედრებს თვეში ერთხელ მაინც გამართავენ.

მარნეულში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თვითგანვითარების უნივერსიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის რავილ მამედოვის თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მხოლოდ ამბობენ, რომ მუშაობენ, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებენ.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ქვემო ქართლში პროექტს „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ ახორციელებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები