მარნეულის მერის მოვალეობის
შემსრულებელს ზაურ ტაბატაძეს უძრავი ქონების სახით სამი მიწის ნაკვეთი
და ერთი ბინა აქვს.
2018
წლის 30 მაისს ზაურ ტაბატაძძის მიერ გამოქვეყნებული ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით მან 1990 წელს ქალაქ თბილისში 88 კვ.მ
ფართის ბინა 200 000 მანეთად შეიძინა. ტაბატაძემ 1999 წელს ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 500
დოლარად შეიძინა. 2005 წელს 3 500 დოლარი გადაიხადა მცხეთის რაიონის
სოფელ მისაქციელში მდებარე 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთში. 2006 წელს კი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 2 145 კვ.მ მიწის ნაკვეთი
7 500 დოლარად შეიძინა.
მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს მოძრავი ქონების სახით 2005
წელს 5 000 დოლარად შეძენილი 1996 წელს გამოშვებული მერსედეს ბენცი
ჰყავს.
ზაურ ტაბატაძეს არც საბანკო ანგარიშზე და არც ნაღდი ფულის სახით თანხა
არ აქვს.
შპს „ჯიშსაშეი საქართველოში“ ტაბატაძე 14,28%-იან წილს, ხოლო შპს
„მეზონინი საქართველოში“ 30%0იან წილს ფლობს. ორივე საწარმოს
საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
მიღებული შემოსავალის რაოდენობა 0 ლარია.
რადიო „მარნეული“