მარნეულის სოფელში პირუტყვი დაავადდა
W3sidHlwZSI6IjQiLCJ2aWRlbyI6IjxpZnJhbWUgc3JjPVwiaHR0cHM6XC9cL3d3dy5mYWNlYm9vay5jb21cL3BsdWdpbnNcL3ZpZGVvLnBocD9ocmVmPWh0dHBzJTNBJTJGJTJGd3d3LmZhY2Vib29rLmNvbSUyRm1hcm5ldWxpZm0lMkZ2aWRlb3MlMkYxNzY3NjQ0ODQzMzU4NTk3JTJGJnNob3dfdGV4dD0wJndpZHRoPTU2MFwiIHdpZHRoPVwiNTYwXCIgaGVpZ2h0PVwiNDIwXCIgc3R5bGU9XCJib3JkZXI6bm9uZTtvdmVyZmxvdzpoaWRkZW5cIiBzY3JvbGxpbmc9XCJub1wiIGZyYW1lYm9yZGVyPVwiMFwiIGFsbG93VHJhbnNwYXJlbmN5PVwidHJ1ZVwiIGFsbG93RnVsbFNjcmVlbj1cInRydWVcIj48XC9pZnJhbWU+In1d




მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კულარში პირუტყვის დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა. ფერმერი ალი ისმაილოვი სოფლის მკვირდრია და მის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ერთ თვეა, რაც მაღალი ტემპერატურა და კანზე წყლული აქვს გაჩენილი. ისმაილოვმა საქონელი ბანკიდან გამოტანილი სესხით შეიძინა და მისი შემოსავალის წყაროც პირუტყვიდან მიღებული სარგებელია.

მას 20 ძროხა ჰყავს, აქედან 5 სამი კვირის წინ დაინმფიცირდა, ერთი კი მოკვდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკეს, თუმცა რუსთავის სურსათ უვნებლობის სააგენტოში გადამისამართების შემდეგ, როგორც ფერმერი ამბობს, არავინ მოსულა.

დაავადების შესახებ კი სავარაუდო დიაგნოზი ინტერნეტის მეშვეობით გაიგეს. ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ პირუტყვის მკურნალობას. ახლა დაავადებული საქონელი იზოლირებული ჰყავს, ეშინია, ვირუსი მის 10 სულიან ოჯახს არ გადაედოს.

ისმაილოვი ამბობს, რომ მარნეულში მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ერთი თვის წინ ჯანმრთელ პირუტყვს აცრა გაუკეთა, დაავადებულებს კი ვერაფრით დაეხმარენ. თუმცა, როგორც ჩანს არც ჯანმრთელ საქონელზე იმოქმედა აცრამ, რადგან ისინიც დაავადდენ. იმასაც ამბობს, რომ ძროხების გარკვეულ ნაწილის აცრა ვეტერინარმა ვაქცინის ამოწურვის გამო ვერ შეძლო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მარნეულის ოფისის წარმომადგენლის თქმით, ვაქცინა მართლაც ამოეწურათ, მაგრამ მას დღეს გამოიწერენ და შემდეგ გააგრძელებენ სოფლებში პრევენციულ ღონისძიებებს. მისივე თქმით, ძროხები მოდულარული დერმატიტით არიან დაავადებულები (კანის დაავადება).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის წარმომადგენელი, მირანგულა ლიპარტელიანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დაინფიცირებული ცხოველების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ შედის, ფერმერია პასუხისმმგებელი პირუტყვის მკურნალობაზე. მათ რეკომენდაციის გაწევა შეუძლიათ, პრევენციული აცრები კი უფასოდ ტარდება

„აღნიშნული დაავადება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იყო გავრცელებული. ეს არის ვექტორული დაავადება, რომელიც მწერებს გადააქვთ და საქართველოშიც გავრცელდა- ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე
პირუტყვი, რომელიც მოსახლეობას ვირუსული ინფექციით მოუკვდა, თვითნებურად დამარხეს, ხოლო ამ ფაქტს მიხეილ სოხაძე დაუშვებელ და სარისკოდ მიიჩნევს.

სოხაძის თქმით, ხირად მოსახლეობა ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ პირუტყვზე, რომელიც მათ ოჯახს არჩენს, არც კი უფრთხილდებიან და არ ჰყავთ ვეტერინარი, რომელიც მათ ცხოველებს ყოველთვიურად სხვადასხვა დაავადებეზე შეამოწმებს. მისივე თქმით, თითოეული მოსახლეა ვალდებული როდესაც პირუტყვი ჰყავთ, იზრუნონ მის მოვლაზეც.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები