მარნეულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში შეხვდა



მარნეულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში შეხვდა. სკოლას რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში ჩაუტარდა. განახლდა საკლასო ოთახები, აღიჭურვა ლაბორატორია და სპორტ დარბაზი.

დაბზარული კედლები დღეს ფერადია, ღარებიანი იატაკი - ლამინირებული, ჩამოშლილი ჭერი შეკიდულით შეიცვალა, ოთახები ნათელი და ახალი ავეჯით აღჭურვილია. კომპპიუტერების ოთახში თითოეულ ბავშვს მაგიდაზე პერსონლური კომპიუტერი უდგას. ლაბორატორიაში სალათისფერი ავეჯი და ჯერ კიდევ ყუთებში ჩალაგებული ხელსაწყოები დევს. ბოლომდე მოწყობილი არც სპორტდარბაზია, თუმცა დიდი და ნათელი სივრცე ყველანაირი სპორტული აქტივობის სურვილს გიჩენს. ლაგდება კაფეტერიაც.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1000 ბავშვი ორ ცვლაში სწავლობს. 54 მასწავლებლიდან თითქმის ნახევარი სერტიფიცირებულია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში, ქვემო ქართლის მასშტაბით, 13 სკოლა გარემონტდა, აქედან 5 მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სკოლების რეაბილიტაციის პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში ამით დაასრულა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას ახლა დასავლთ საქართველოში გააგრძელებენ. პროექტის ხანგრძლივობა ხუთი წელია.











Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები