მარადისის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს - თვითმმართველობას კი ამის გაკეთებას კანონი ავალდებულებს
17:55 / 28.09.2018
მარნეულის მუნიციპლაიტეტის სოფელ
მარადისის მოსახლეობა მერიისგან საბავშვო ბაღის აშენებას
ითხოვს
. გენდერულ საბჭოს სახელზე დაწერილი წერილი საბჭოს სხდომაზე
განიხილეს. სხდომა ღიაა თუმცა ინფრომაცია საბჭოს ჩატარების შესახებ
არც მერიის საიტზე და არც საკრებულოს Facebook გვერდზე
გამოქვეყნებულა. მარნეულის ტელევიზიას კი გენდერულ საკითხებში
მრჩეველმა ია ესებუამ ინტევიუში თქვა, რომ მარადისის მოსახლების
მოთხოვნაზე კომპეტენციის ფარგლებში გარკვევა.
სოფელი მარნეულის ცენტრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. 50 კომლიანი
დასახლება 1989 წელს აჭარიდან ჩამოსახლებულმა ეკომიგრანტებმა დაარსეს
და მარადისი დაარქვეს. სოფელში აჭარის მაღანმთიანი დასახლებისთვის
დდამახასიათებელ ძველ ხის სახლებს ნელ-ნელა აგურის ნაგებობები
ენაცვლება.
მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ერთადერთი
მუნიციპალური შენობა მცირეკონტინგენტიანი სკოლაა. მოსახლეობას,
მართალია შიდა გზების პრობლემა მეტად აწუხებას თუმცა,
თანამონაწილეობის ბიუჯეტის ფარგლებში, მერიამ მათ დასასვენებელი პარკი
გაუკეთა.
ციცინო ბოლქვაძე დიასახლისია. 39 წლის ბებია, წლინახევრის შვილიშვილს
ასეირნებს. სურვილი აქვს ბავში ბაღში იქვე სოფელში დადიოდეს:
ყოველ სამუშაო დღეს მშბლები ორ სამარშრუტო ტაქს ქირაობენ და ბავშვები
მარნეულის ბაღებში დაჰყავთ.
ნაზიბროლა პაპიძის უფროსი შვილები სტუდენტები არიან უმცროსი კი ერთი
წლის არის. მალე გოგონასაც კილომეტრების გავლა მოუწევს იმ სოციალური
სერვისის მისაღებად, რაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს.
ხათუნა ბოლქვაძე მარადისის სკოლის პედაგოგია. ყოველ დღე ორ პატარა
შვილს ბაღში დაქირავებულ სამარშრუტოს ტაქსს აყოლებს. ამ სერვისის
მისაღებად, მასწავლებლის ხელფასიდან მას 150 ლარის გადახდა უწევს
შულავრის ბაღი, რომელსაც მარნეულის მერია მარადისელებს სთავაზობს,
თავად საჭიროებს დახმარებას. ბაღის გამგე გულნარა მამედოვა ამბობს,
რომ ბაღი ავარიაულ მდგომარეობაშია და ბავშვების რაოდენობა
განსაზღვრულზე მეტია.
კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია სტანდარტებით
გათვალისწინებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისი
მოსახლებას მიაწოდოს.
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 13 საბავშვო ბაღია. 2015 წლის
მონაცემებით სკოლამდელი აღზრდის სერვისს მიღმა 6 ათასზე მეტი ბავშვი
დარჩა.